ქართლოსის ცოლმა: ” აღაშენა ბოსტან-ქალაქი, რომელსა აწ ჰქვიან რუსთავი”
ქ. რუსთავის ტერიტორიაზე ადამიანი შუა ბრინჯაოს ხანაში ( ძვ.წ. II ათასწლეულის ნახევარში ) დასახლებულა.
ყურადსაღებია ის ფაქტი , რომ ”ქართლის ცხოვრების” კრებულის ავტორი ლეონტი მროველი (XIს.) ქალაქ რუსთავის მშენებლობას ქართველთა წინაპრის (ქართლოსის) მეუღლეს მიაწერს ”ცოლმან მისმან ... აღაშენა ბოსტან-ქალაქი, რომელსა აწ ჰქვიან რუსთავი” არსებული მონაცემები უფლებას გვაძლევს ვივარადაუდოდ, რომ ანტიკური ხანის რუსთავი, დიდიმცხეთისა და ამ პერიოდის სხვა ქალაქების მსგავსად, ერთმანეთისაგან მეტ-ნაკლებად დაცილებული უბნებისაგან შემდგარ ქალაქს წარმოადგენდა. ხოლო იაღლუჯის მთის თხემზე გამოვლენილი მძლავრი ნამოსახლარი.
რუსთავი , იქცა კუხეთის საერისთავოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ ცენტრად. თუ აქ იმასაც გავიხსენებთ, რომ სალომე უჯარმელი მეფე რევი მირიანის ძეს მეუღლე იყო ქართლის განმანათლებლის , წმინდა ნინოს მიერ მოთხრობილი ავტობიოგრაფიის ერთ-ერთი ჩამწერი, ყოველმხრივ განსწავლული ადამიანი, მაშინ ცხადია, ის პუნქტი, სადაც იგი დასახლდა, ამავე დროიდან უნდა ქცეულიყო საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ და კულტურულ ცენტრად.
IX საუკუნეში, რუსთავი უკვე აღარ წარმოადგენს უფლისწულთა რეზიდენციას. ამიტომაც სახელწოდება ”ბოსტან-ქალაქს” ”რუსთავი” ცვლის . განვითარებულ შუა საუკუნეებში (IX-XIII სს.) ქალაქს მხოლოდ რუსთავი ერქვა.

თრდატ მეფეს უნდა აეგო არხის სათავეში რუსთავის ციხე. იგი იცავდა არხის სათავეს და ქალაქს. წერილობითი წყაროებიდან ჩანს, რომ თრდატ მეფემ ააშენა პირველი ეკლესია რუსთავში. მისი ნაშთები გათხრების შედეგად აღმოჩენილი იქნა საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე წმინდა ნინოს ქუჩაზე. შემორჩენილი ნანგრევების მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ იგი იყო სამნავიანი ბაზილიკა. ამიტომაც სწორედ საავადმყოფოს მახლობლად აშენდა 1990 წ. წმინდა გორგასლის სახელობის ეკლესია, რომელიც ისეთივე სტილისაა და სახელობის, როგორიც თრდატის დროინდელი ტაძარი იქნებოდა.
საინტერესოა , რომ XX საუკუნის 80-იან წლებში სინას მთაზე აღმოჩნდა ჰაგიოგრაფიული კრებული, რომელიც მოიცავდა ”მოქცევაი ქართლისაის” მესამე რედაქციასა და ”ასურელ მამათა ცხოვრებას”. ამ უკანასკნელში ჩართული ტექსტიდან ჩანს, IX საუკუნეში უკვე არსებობდა რუვისთაველთა ანუ რუსთაველთა ფეოდალური საგვარეულო. ისინი ფლობდნენ კუხეთის რუსთავს და, ამიტომაც იწოდებოდნენ რუსთაველებად. აღნიშნული ხელნაწერის შემსწავლელმა აკადემიკოსმა ზ. ალექსიძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ XII-XIII სს. გენიალური პოეტი შოთა რუსთაველიც, შესაძლოა, ამ საგვარეულოს ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო.
XIII საუკუნის მეორე ნახევარში საქართველო მონღოლთა სახელმწიფოებს- ოქროს ურდოსა და ჰულაგუიდთა სახანოს შორის ატეხილი ბრძოლის ასპარეზი გახდა, რაც საბედისწერო აღმოჩნდა რუსთავისათვის . 1265 წელს, გაზაფხულის პირზე, აღდგომა დღეს, ბერქა-ყაენის გამანადგურებელი ლაშქრობის შედეგად, ქალაქი რუსთავი ნაცარტუტად იქცა და ფაქტიურად არსებობა შეწყვიტა.
XVII-XVIII სს. მიჯნაზე რუსთავის ციხე კახეთისა და ქართლის ბაგრატიონთა ცილობის საგანი გახდა. გამაჰმადიანებულმა კახელმა ბაგრატიონმა ერეკლე პირველმა (ნაზარალიხანი) სცადა ქალაქის აღდგენა და აქ საზამთრო რეზიდენციის დაარსება. მან ციხის ტერიტორიაზე ააგო სამეფო სასახლე, სადაც იგი ზამთრობით ცხოვრობდა. ირანის შაჰისაგან აღზევებული ერეკლე პირველი მეფე ვახტანგ მეექვსემ ჯანიშინობის დროს (1703-1712 წწ.) რუსთავიდან გააძევა.

XX საუკუნის 20 იან წლებში რუსთავის ციხეს კიდევ ერთი ისტორიულად გაუმართლებელი მცდარი სახელი დაუმკვიდრდა. თანამედროვე რუსთაველთა ცნობიერებაში, ამჯერად, ფსევდო ისტორიულ-ლიტერატურული გზით დამკვიდრდა რუსთავის ახალი სახელწოდება ”არიშის ციხე” . იგი მომდინარეობს პავლე ინგოროყვას გამოკვლევებიდან ”რუსთველიანი”, რომელშიც მან რუსთავის ციხე ჰერეთის დიდებულების არიშიანთა საგვარეულო ციხედ მიიჩნია და ”არიშის ციხე” უწოდა.
Комментариев нет:
Отправить комментарий